უკრაინაში გლოვა გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გლოვა გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება პოროშენკომ ლვოვის ოლქის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღო, სადაც აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. მაღაროში, სავარაუდოდ, მეთანი აფეთქდა.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის ყველა მაღაროს შემოწმების ბრძანებულება გასცა. კერძოდ, საწარმოებზე უსაფრთხოების ნორმები შემოწმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები