ეგვიპტის სასამართლომ ჰოსნი მუბარაქი გაამართლა

ეგვიპტის უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გაამართლა. სასამართლომ ის 2011 წელს საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების მკვლელობებში უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლო სხდომა ხუთშაბათს მთელი დღე გრძელდებოდა. საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც წინა ინსტანციის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, უდანაშაულოა.
ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა 2012 წელს მიუსაჯეს.  ეგვიპტის ექს-პრეზიდენტმა ეს განაჩენი გაასაჩივრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები