საფრანგეთის პოლიციამ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

საფრანგეთის პოლიციამ პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიონის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ჩხრეკა დაკავშირებულია გამოძიებასთან, რომ ყოფილი პრემიერის მეუღლე – პენელოპ ფიონი 2000-იან წლებში ფიქტიურად მუშაობდა თანაშემწედ ერთ-ერთ საჯარო სამსახურში.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ფრანსუა ფიონს და მის მეუღლეს, შესაძლოა, ოფიციალური ბრალი წაუყენონ. ფიონი აცხადებს, რომ ბრალდებების მიუხედავად, ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის.
„მე არ დავნებდები, არ გამოვალ საპრეზიდენტო ბრძოლიდან, ბოლომდე ვიბრძოლებ“, – განაცხადა ფიონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები