თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – არიან დაშავებულები

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადაიმანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე შენობა დაინგრა. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 5,8 შეადგინა. ამის შესახებ გამოცემა “Day.Az” იუწყება.
პირველი მიწისძვრის შემდეგ იქ რამდენიმე „აფთერშოკიც“ დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები