დიმიტრი მედვედევი იახტებს და აგარაკებს ფლობს – ნავალნის ფონდმა სენსაციური მასალები გამოაქვეყნა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა დაადგინა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიდი რაოდენობით უძრავ და მოძრავ ქონებას ფლობს. საუბარია იტალიაში ვენახებზე და იახტაზე, ასევე, აგარაკებზე რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ.
„პრემიერ-მინისტრი და „ედინაია როსიას” ხელმძღვანელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უძრავ ქონებას ფლობს. მას ეკუთვნის უზარმაზარი მიწის ნაკვეთები ყველაზე ელიტურ რაიონებში, ასევე, მის საკუთრებაში ბინები, იახტები და ვენახებია, როგორც რუსეთში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ”, –  წერია ნავალნის ფონდის ანგარიშში.
მედვედევის პრესმდივანმა, ნატალია ტიმაკოვამ  ამ ანგარიშს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.   „უაზრობაა კომენტარი გააკეთო ადამიანის განცხადებაზე, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს“, – განაცხადა ტიმაკოვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები