უკრაინაში 8 მაღაროელი დაიღუპა
უკრაინის ლვოვის ოლქში მდებარე ერთ-ერთ მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. კიდევ 20 მაღაროელის ბედი უცნობია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების მომენტში, მიწის ქვეშ 34 ადამიანი მუშაობდა. 6-ის გადარჩენა მოხერხდა. მაშველები შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
ამჟამად მაღაროში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე ჩავიდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი და მინისტრთა კაბინეტის წევრები.