დიდი ბრიტანეთის პარლამენტი „ბრექსიტის“ შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის პარლემენტის ლორდთა პალატაში „ბრექსიტის“ კანონპროექტის განხილვის დროს დეპუტატებმა მთავრობისგან კანონპროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. ერთ-ერთის მიხედვით, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგაც ამ ორგანიზაციის მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში ცხოვრების და მუშაობის უფლება ექნებათ.
ამ ცვლილებებს ლორდთა პალატის 358 წევრმა მხარი დაუჭრა. ახლა კანონპროექტი განსახილველად კვლავ თემთა პალატას დაუბრუნდება.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დეპუტატებს კანონპროექტის დღევანდელი სახით მიღებისკენ მოუწოდეს. ტერეზა მეის კაბინეტის წევრები ამბობენ, რომ ევროკავშირთან ამ საკითხზე მოლაპარაკება გაიმართება, მაგრამ ამისთვის ჯერ ევროკავშირიდან გასვლის პროცესი უნდა დასრულდეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დასრულებას მარტის ბოლომდე გეგმავდა, ახლა კი ეს საკითხი მინიმუმ ორი კვირით გადაიდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები