„მოსკოვს და ლონდონს შორის დღეს ყველაზე დაძაბული ურთიერთობებია „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“

„რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის დღეს ყველაზე დაძაბული ურთიერთობებია „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაშია საუბარი.
როგორც მოხსენების ავტორები აცხადებენ, აზრთა სხვადასხვაობა იმით აიხსნება, რომ ქვეყნები ისტორიას და საერთაშორისო ურთიერთობების დღევანდელ მდგომარეობას განსხვავებულად აღიქვამენ.
დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო სამართლის უზენაესობას მხარს უჭერს, რუსეთი კი მას ღიად და ჩუმად უგულებელჰყოფს.
დეპუტატებმა საგარეო საქმეთა სამინისტროც გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ბორის ჯონსონის უწყებაში კვალიფიციური თანამშრომლების პრობლემა შეინიშნება. პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ საგარეო უწყება მოსკოვთან მიმართებაში დღეს არსებულ პრობლემებზე ხშირად თვალს ხუჭავდა და სწორედ ამან გამოიწვია დღეს არსებული მდგომაროება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები