ტაივანი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეგულარულ პატრულირებას იწყებს

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეგულარულ პატრულირებას განახორციელებენ. პატრულირებაში ავიაციაც მიიღებს მონაწილეობას. ტაივანმა ეს გადაწყევტილება ჩინეთის მიერ ამ რეგიონში სამხედრო ძალის გაძლიერების საპასუხოდ მიიღო. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ჩინეთმა, რომელსაც მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე აქვს პრეტენზია, ამ დღეებში ამ რეგიონში სამხედრო დაჯგუფება მნიშვნელოვნად გაზარდა. გარდა ამისა, მისმა ავიამზიდმა, პირველად ისტორიაში, ტაივანს შემოუარა.
ტაივანის თავდაცვის მინისტრი ფენგ ში კუანი იუწყება, რომ ჩინეთის ახალი სამხედრო სტრატეგიის გამო, ტაივანი იძულებულია, საპასუხო ზომები მიიღოს და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეგულარულ პატრულირებას და წვრთნებს გამართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები