კოლუმბიაში „რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ განიარაღება დაიწყო

კოლუმბიაში „რევოლუციური შეიარაღებული ძალების“(FARC) „ბოევიკებმა“ განიარაღება დაიწყეს. ეს პროცესი გაეროს კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. ამის შესახებ გაეროს პრესსამსახური იუწყება.
„გაეროს მისია FARC-ის განიარაღების პროცესს აკვირდება. ეს პროცესი 29 მაისს უნდა დასრულდეს, ანუ ამბოხებულებსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებიდან 180 დღეში“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა.
ცნობისთვის, 2016 წლის ბოლოს, კოლუმბიის ხელისუფლებამ და FARC-მა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. ამით დასრულდა ნახევარსაუკუნოვანი დაპირისპირება, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
განიარაღების შემდეგ  FARC-ის ბაზაზე პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები