მოსკოვში მშენებარე გვირაბის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა ​

მოსკოვში, მშენებარე გვირაბის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ინციდენტი კალუგის გზატკეცილზე მოხდა.
სააგენტო “ინტერფაქსის“ ცნობით, ჩამოინგრეული გვირაბის კონსტრუქციის ბეტონი ჯერ კიდევ არ იყო გამშრალი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მშენებარე გვირაბის სიგრძე 500 მეტრია, ხოლო სიგანე – 20 მეტრი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები