ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულში „ბოევიკების“ კონტრშეტევა მოიგერიეს 

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ კონტრშეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე წლის იანვარში დაიკავეს. ოპერაცია 100 დღეს მიმდინარეობდა. 19 თებერვალს დასავლეთ მოსულზე შეტევა დაიწყო ამჟამად იქ აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს.
„ისლამური სახელმწიფო“ მოსულს 2014 წლიდან აკონტროლებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები