ნორვეგიის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ანდერს ბრეივიკის ყოფითი პირობები ნორმას შეესაბამება

ნორვეგიის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის უფლებები ციხეში არ დარღვეულა. ამით სასამართლომ წინა ინსტანციის მიერ 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელმაც ბრეივიკის სარჩელი დააკმაყოფილა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრეივიკის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მის წინააღმდეგ ციხეში არანაირ ძალადობას, დამცირებას ან არაადამიანურ საქციელს ადგილი არ ჰქონია.
გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ ბრეივიკისთვის სხვა პატიმრებთან ურთიერთობის აკრძალვა დასაბუთებულია, ვინაიდან მან დანაშაული არ აღიარა და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ანდერს ბრეივიკი სასჯელს იხდის 77 ადამიანის მკვლელობისთვის, მან 2011 წლის 22 ივლისს ოსლოს ცენტრში აფეთქება მოაწყო, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ ის კუნძულ უტოიაზე გაემგზავრა და იქ ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი, ძირითადად მოზარდები მოკლა.
ბრეივიკს 21-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები