ინგლისის ყველა სკოლაში სექსუალური განათლება სავალდებულო გახდება

ინგლისის ყველა სკოლაში სექსუალური განათლება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს. როგორს განათლების მინისტრმა ჯასტინ გრინინგმა განაცხადა, ოთხი წლის ბავშვებს უსაფრთხო და ჯანსაღი ურთიერთობების საფუძვლების გაკვეთილი ჩაუტარდება. უფროსი ასაკის ბავშვებს კი სექსუალური ცხოვრების საფუძვლებს შეისწავლიან. ამასთანავე მშობლებს ამ გაკვეთილებზე უარის თქმის უფლება ექნებათ.
აქამდე სექსუალური განათლება მხოლოდ სახელმწიფო სკოლებში იყო სავალდებულო.
რეალურად დღეს ეს საგანი ინგლისის სკოლების უმეტესობაში უკვე ისწავლება. მტავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დღეიდან სექსუალური განათლება განურჩევლად ყველა სკოლისთვის სავალდებულო გახდება.
სკოლის მოსწავლეებს არა მარტო ჯანსაღ ინტიმურ ურთიერთობებზე მოუყვებიან, არამედ გაკვეთილზე საუბარი შეეხება სექსუალური ზეწოლის, ინტერნეტში პორნოგრაფიის გავრცელების და სექსუალური ხასიათის მიმოწერის, ე,წ სექსტინგის ფაქტებს.
დიდი ბრიტანეთის განათლების სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ინტერნეტის განვითარებასთან ერთად ახალი რისკები ჩნდება, ასე რომ აუცილებელია ბავშვების სქესობრივი განათლების ნორმატიული აქტის შეცვლა, რომელიც 2000 წელს არის მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები