ოპრა უინფრი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება. როგორც უინფრიმ განაცხადა, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა, ისინიც არჩევნებში მონაწილეობაზე დაფიქრდა.
63 წლის ტელევარსკვლავი წინა არჩევნებზე ჰილარი კლინტონის კანდიდატურას უჭერდა მხარს. აქამდე ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავდა.
ოპრა 25 წ;ლის განმავლობაში აშშ-შ0 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეშოუს წამყვანია, რომელსაც ასევე ჰქვია “ოპრა უინფრის შოუ“. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პირია როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „ფორბსის ინფორმაციით, ოპრა უინფრის ქონება 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის ქალებს შორის სიმდიდრის მიხედვით 30-ე ადგილზეა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები