ტაილანდში ამბოხებულებმა ოთხი ადამიანი მოკლეს

ტაილანდის სამხრეთ ნაწილში ამბოხებულებმა ოთხი ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. კიდევ ორი ბავშვი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
როგორც დასახლება რუსესოს პოლიცია იუწყება, ამბოხებულმა ისლამისტებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რომლითაც ადგილობრივ მკვიდრს ბავშვები სკოლაში მიჰყავდათ.
თავდასხმამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ტაილანდის მთავრობა და ამბოხებულები სამშვიდობო მოლაპარაკების ჩატარებაზე შეთანხდნენ, ის მალაიზიაში უნდა გამართულიყო.
ცნობისთვის, 2004 წლის შემდეგ, რაც მუსლიმანებით დასახლებულ სამხრეთ ტაილანდში დაძაბულობის ესკალაცია მოხდა, 6500 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები