მალაიზიამ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

მალაიზიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ამის შესახებ „ბი ბი სის” მალაიზიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, აჰმად ზაჰიდ ჰამიდიმ აცნობა.
მისი ინფორმაციით, 6 მარტიდან მალაიზიაში ჩასასვლელად ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებმა ვიზები უნდა მიიღონ.
ეს გადაწყვეტილება მალაიზიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის დედაქალაქის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა – კიმ ჩენ ნამი მოკლეს. მალაიზიის პოლიცია ეჭვობს, რომ მკვლელობის უკან ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურები დგანან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები