გაერო ასადის საჰაერო ძალებს ქლორიანი ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებს

სირიის სამთავრობო ძალების ავიაცია ქალაქ ალეპოს დაბომბვისას ქლორიან ბომბებს იყენებდა. ამის შესახებ გაეროს სპეციალური კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაშია საუბარი.
კომისია ასევე იუწყება, რომ ალეპოს ასევე რუსული ავიაცია  ბომბავდა, რა დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებოდნენ. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის და ბაშარ ასადის ავიაცია არამართვად და კლასტერულ ბომბებს იყენებდა, რომლებიც დიდ ტერიტორიას ანადგურებენ და ამას უდანაშაულო ადამიანები ეწირებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები