ტერეზა მეი დაწყებით სკოლებში სექსუალური განათლების შემოღების ინიციატივით გამოდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ქვეყნის დაწყებით სკოლებში სექსუალური განათლების შემოღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ გამოცემა The Sun იუწყება.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ბავშვები სოციალური ქსელებიდან და ზოგადად, ინტერნეტიდან დიდი რაოდენობის სექსუალური ხასიათის ინფორმაციას იღებენ და ხშირად მას არასწორად აღიქვამენ. ამიტომ, მისი აზრით, აუცილებელია სკოლებში ეს საგანი სავალდებულო გახდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსწავლეები სექსუალურ განათლებას უმაღლეს კლასებში უნდა იღებდნენ, ხოლო მეორე ნაწილი აცხადებს, რომ სჯობს ბავშვებმა ამაზე სწორი ინფორმაცია ადრეული ასაკიდანვე მიიღონ.
17078353_10208071542177960_422731391_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები