ფრანსუა ფიონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიონმა განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს, – ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ფიონი ამჟამად ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის საქმეში ფიგურირებს. გამორიცხულია არ არის, რომ მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ მას ოფიციალურად ბრალი წაუყენონ.
პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ის ბრძოლას გააგრძელებს.
ბოლო დრომდე ფრანსუა ფიონი საპრეზიდენტო კამპანიის ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოთქმულმა ბრალდებებმა რეიტინგზე ნეგატიურად იმოქმედა. ბოლო სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მას ამომრჩეველთა 21% უჭერს მხარს. მაშინ როდესაც ულტრამემარჯვენე კანდიდატს, მარინ ლე პენს ამომრჩეველთა 25% უჭერს მხარს. თუმცა გამოკითხვების მიხედვით მეორე ტურის შემთხვევაში ფრანსუა ფიონი ან მესამე კანდიდატი, ემანუელ მარკონი გაიმარჯვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები