ინდოეთში Coca-Cola-ს და Pepsi-ს ბოიკოტი გამოუცხადეს

ინდოეთის ტამილ-ნადუის შტატში ცნობილ გაზიან სასმელებს, Coca-Cola-ს და Pepsi-ს ბოიკოტი გამოუცხადეს. შტატის სავაჭრო ასოციაციამ მოუწოდა გამყიდველებს, რომ უცხოურ გაზიან სასმელებზე უარი თქვან და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას მიჰყონ ხელი.
აქტივისტები მსოფლიოს ბრენდებს იმაში ადანაშაულებენ, რომ პროდუქციის წარმოებისთვის ქვეყნის წყლის რესურსებს იყენებენ, მაშინ, როდესაც ფერმერები გვალვით ზარალდებიან.
მაღაზიების გამყიდველებს უჭირთ იმის პროგნოზირება, თუ ამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვა. ბიზნესმენები ამბობენ, რომ ამჟამად Coca-Cola-ზე и Pepsi-ზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები