ნიკარაგუაში “ბოროტი სულების” განდევნის რიტუალის დროს ქალი ცოცხლად დაწვეს

“ბოროტი სულების” განდევნის რიტუალის დროს ნიკარაგუაში ქალი ცოცხლად დაწვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალს ოთხი მამაკაცი დაესხა თავს, რომლებმაც თავი წარმოადგინეს, როგორც ევანგელისტური ეკლესიის მღვდელთმსახურებმა. მათ 25 წლის ქალი გაკოჭეს, ტანსაცმელი გახადეს და ცეცხლში ჩააგდეს.
რამდენიმე საათის შემდეგ დაშავებული ნათესავებმა აღმოაჩინეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„მათ ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა მოკლეს. მათი პატიება შეუძლებელია“ – განუცხადა „ასოშიეტედ პრესს“ დაღუპულის მეუღლემ რეინოლდ პერალტიმ.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ვინმე ხუან როჩა და კიდე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. როჩა ამბობს, რომ ის სასულიერო პირია და არაფერი ცუდი არ გაუკეთებია.
მომხდარი უკვე დაგმეს საზოგადოებრივმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და ამ ფაქტს ფანატიზმის და ქალთმოძულეობის ნიმუში“ უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები