სომხეთში დისლოცირებულ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში განგაში გამოცხადდა

სომხეთში დისლოცირებულ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დღეს სასწავლო განგაში გამოცხადდა. მეთაურობამ მათი სამხედრო მზადყოფნის შემოწმება ჩაატარა.
სამხრეთ სამხედრო ოლქის ინფორმაციით, განგაში მოტომსროლელთა, სატანკო, სადაზვერვო, საარტილერიო და საზენიტო ქვედანაყოფებში გამოცხადდა.
ამის შემდეგ სამხედრო ქვედანაყოფები „კამხუდის“ და „ალაგიაზის“ პოლიგონებზე გადაადგილდნენ, სადაც რთულ მეტეოპირობებში პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციის შეტევის მოგერიების წვრთნები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები