სროლა და აფეთქებები ქაბულში – არიან დაღუპულები

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს უსაფრთხოების ძალებსა და „ბოევიკებს” შორის შეტაკებები მოხდა. არიან დაჭრილები და დაღუპულები. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ორმხრივი სროლა ქაბულის დასავლეთ ნაწილში მოხდა.
ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, შეტაკებები პოლიციის და სამხედროების ბაზის სიახლოვეს მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქაბულში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან მომხდარ ტერაქტს 20 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები