საფრანგეთში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ოთხი მოზარდი გოგონა დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ ოთხი მოზარდი გოგონა დააკავა, რომლებიც ტერაქტების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები. ისინი ცნობილ ჯიჰადისტთან, რაშიდ კასიმთან არიან დაკავშირებულები, რომელიც ერაყში იმალება.
დაკავებულები 14,15, 17 და 18 წლისანი არიან. ისინი საფრანგეთის სხვადასხვა რაიონებში დააკავეს. საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, გოგონები რაშიდ კასიმის ვებგვერდს ხშირად სტუმრობდნენ. საფრანგეთის ახალი კანონდებლობის მიხედვით, რადიკალური იდეოლოგიის საიტების რეგულარული დათვალიერება არის კანონის დარღვევა.
რაშიდ კასიმი „ისლამურ სახელმწიფოში“ ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა. ის საფრანგეთში ტერაქტებთან არის დაკავშირებული და „ისლამური სახელმწიფოს“ ვიდერგოლებში მძევლებს პირადად ხოცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები