რუსეთმა და ჩინეთმა გაეროში სირიის წინააღმდეგ სანქციების რეზოლუციას ვეტო დაადეს

რამდენიმე სირიელი სახელმწიფო მოხელის და საწარმოს წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოში სანქციების შემოღების შესახებ რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს. სანქციების დაწესება სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ეჭვების გამო იგეგმებოდა.
რუსეთიც და ჩინეთიც სირიასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს ვეტოს უკვე მეშვიდედ ადებენ.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოლაპარაკების პროცესს ხელს არ შეუწყობს და ამ მხრივ, მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები