საფრანგეთში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს სნაიპერმა შემთხვევით ორი ადამიანი დაჭრა

ფრანგმა პოლიციელმა სნაიპერმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის სიტყვით გამოსვლისას, შემთხვევით გაისროლა და ორი ადამიანი ფეხში დაჭრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ოლანდი ქალაქ ვილენიონში რკინიგზის ახალი მონაკვეთი გახსნაზე სიტყვით გამოდიოდა.
სნაიპერი ერთ-ერთი შენობის სახურავზე იმყოფებოდა. მას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და შემთხვევით სასხლეტს მიაჭირა.
დაჭრილები სარკინიგზო კომპანიის თანამშრომელი და მიმტანია. ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები