სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა (ვიდეო)

კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა. კერძოდ, ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერიდან ამოფრქვევა დაიწყო. ექსპერტების აზრით, ეს ამოფრქვევა საშიში არ არის, თუმცა მას თან სდევს აფეთქებები და „ვულკანური ბომბების“ ამოფრქვევა.
ვულკანის გააქტიურების მიუხედავად, მის სიახლოვეს არსებული ფონტანაროსას საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
ეტნა ევროპის ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია. მისი სიმაღლე 3,3 ათას მეტრს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები