ისრაელმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე რამდენიმე ებრაული დასახლებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო (ფოტოკოლაჟი)
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ცხრა სახლიდან ებრაელმა სამხედროებმა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ ისრაელის სასამართლომ ამ სახლების მშენებლობა უკანონოდ ცნო და მათი დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ასევე სასამართლომ უარყო ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანთა აპელაცია, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ მათი სახლები დალუქულიყო, მაგრამ არ დანგრეულიყო.
მოსახლეობის ევაკუაცია ებრაელების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ზოგიერთი მათგანი სახლების სახურავებზე აძვრა და ხალხის გამოსახლების პროცესს ხელს უშლიდა.