გენერლობიდან ტელეწამყვანობამდე – პაკისტანის ყოფილი ლიდერი ტელეშოუს ანალიტიკოსი გახდა

პაკისტანის ყოფილი სამხედრო დიქტატორი, გენერალი პერვეზ მუშარაფი ყოველკვირეული ტელეშოუს პოლიტიკური ანალიტიკოსი იქნება. გენერალი ამჟამად დუბაიში ცხოვრობს, ხოლო სამშობლოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
შოუს სახელწოდებაა „პაკისტანი პრეზიდენტ მუშარაფთან ერთად“ და ის “Bol TV”-ს ეთერში გავა.
პერვეზ მუშარაფი პაკისტანის ლიდერი 1999 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ გახდა. 9 წლის მერე, მასობრივი პროტესტის შემდეგ, ის თანამდებობიდან გადადგა. გასულ წელს მას ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს, ვინაიდან ჯანმრთელობის გაუარესებას უჩიოდა. მუშარაფი მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
როგორც პროგრამის ავტორები აანონსებენ, პირველ გადაცემაში მუშარაფი პაკისტანის უსაფრთხოების პრობლემებზე ისაუბრებს, კერძოდ, საუბარი შეეხება რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში მომხდარ ტერაქტებს, რომლებსაც 130-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები