რიო-დე-ჟანეიროში სცენის ჩამონგრევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

რიო-დე-ჟანეიროში, ყოველწლიური ტრადიციული კარნავალის დროს, სცენა ჩამოინგრა.  სცენაზე ამ დროს სამბის მოცეკვავეების რეპეტიცია მიმდინარეობდა. ინციდენტის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამბის სკოლის დირექტორმა განაცხადა, სცენა სამჯერ შეამოწმეს და მან ბევრად უფრო მეტ წონას გაუძლო.
რიოს კარნავალზე ინციდენტი უკვე მეორედ ხდება. ორშაბათს კარნავალის ერთ-ერთმა მოძრავმა სცენამ სამბადრომზე შესვლისას, მართვა დაკარგა და მაყურებლებს დაეჯახა. შედეგად, 20 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები