ავღანეთში თალიბები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს თავს დაესხნენ – 12 პოლიციელი დაიღუპა

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანის“ „ბოევიკები“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს თავს დაესხნენ. დაიღუპა 12 პოლიციელი. ამის შესახებ „როიტერი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდამსხმელებმა იარაღი და საბრძოლო მასალები გაიტაცეს. ავღანეთის ძალოვანი უწყებები არ გამორიცხავენ, რომ “ბოევიკებს“ ინფორმატორი ჰყავდათ. მათ გუშაგი მაყუჩიანი იარაღით მოკლეს, ხოლო დანარჩენი პოლიციელები ხელყუმბარებით გაანადგურეს.
ამასთანავე, სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელები საკუთარმა თანამებრძოლმა მოკლა, შემდეგ იარაღი გაიტაცა და თალიბებს შეუერთდა.
ავღანეთის მთავრობა დღეს ქვეყნის ტერიტორიის 60%-ს აკონტროლებს. “თალიბანი” აკონტროლებს ავღანეთის 10%-ს  დანარჩენ რაიონებზე კონტროლისთვის კი გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები