მთიან ყარაბაღში ხუთშაბათს დაჭრილი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელიც ხუთშაბათს მთიან ყარაბაღში დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
ეს ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ამასთანავე, უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ რა ვითარებაში დაიჭრა ჯარისკაცი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მედიკოსების ყველა მცდელობის მიუხედავად, სამხედრო მოსამსახურის გადარჩენა ვერ მოხერხდა. უწყებამ მის ოჯახს მიუსამძიმრა.
რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურმა ბაქომ განაცხადა, რომ ფიზულის რაიონში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს, რა დროსაც ორივე მხრიდან სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ. ერევანმა შეტევის შესახებ ინფორმაცია უარყო და აზერბაიჯანული მხარე პროვოკაციებში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები