ავსტრალიის პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავა

ავსტრალიის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს” „ბოევიკებს“ კონსულტაციებს უწევდა. მის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
42 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მაღალტექნოლოგიური იარაღის შესახებ ტერორისტებს ინფორმაციას აწვდიდა. კერძოდ, ის ასწავლიდა ტერორისტებს, როგორ უნდა შექმნან საკუთარი რაკეტები.
როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა, ამ შემთხვევაში, უშუალოდ ავსტრალიის ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრებოდა. საუბარია ამ პირის ტერორისტულ საქმიანობაზე, რის შედეგადაც შეიძლებოდა, სხვა სახელმწიფოები  დაზარალებულიყო.
ავსტრალიის მოქალაქე „ბოევიკებს“ ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტით აწვდიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები