კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ბრალდებულ ქალებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ბრალდებულ ქალებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება. მათ  მალაიზიის პროკურატურამ მკვლელობაში ბრალი წაუყენა.
გამოძიების ინფორმაციით, ქალებმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში კიმ ჩენ ნამი 13 თებერვალს ცხვირსახოცით მოწამლეს, რომელიც შხამით იყო გაჟღენთილი.
აეროპორტის უსაფრთხოების კამერებმა მკვლელობის მომენტი დააფიქსირეს. ვიდეოზე ჩანს ორი ქალი, რომლებიც კიმ ჩენ ნამს უახლოვდებიან და მას თავზე ცხვირსახოცს აფარებენ, შემდეგ კი ხელს უშვებენ და თავდასხმის ადგილს ტოვებენ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თავდამსხმელებმა ნერვულ-პარალიტიკური გაზი გამოიყენეს და კიმ ჩენ ნამი 20 წუთში გარდაიცვალა. მკვლელობასთან დაკავშირებით, საერთო ჯამში, მალაიზიაში 8 პირი დააკავეს.
კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უფროსი ძმაა. მალაიზიის გამოძიება ეჭვობს, რომ მკვლელობა ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები