ტრამპი აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის ბიუჯეტის 54 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება. ამით ტრამპი წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს და შეიარაღებულ ძალებში მასშტაბურ რეფორმას განახორციელებს.
ამასთანავე, ტრამპს სამედიცინო დახმარების და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება არ შეუმცირებია, მიუხედავად იმისა, რომ ამას „რესპუბლიკური პარტია“ მოითხოვდა.
სამშაბათს დონალდ ტრამპი ამ წინადადებებს აშშ-ის კონგრესს წარუდგენს. ამის შემდეგ, აშშ-ის პარლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხილვის მეტად ხანგრძლივი პროცესი დაიწყება.
ცნობისთვის, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტი აქვს. 2017 წელს პენტაგონმა ბიუჯეტიდან 611 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.  ეს თანხები ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს იყო გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები