თურქეთის სასამართლომ გერმანელი ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა

თურქეთის სასამართლომ გერმანული გაზეთის, “Die Welt”-ის კორესპონდენტი – დენიზ იუსელი პატიმრობაში დატოვა. ის ტერორისტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გერმანული გამოცემა იუწყება. გაზეთი წერს, რომ იუსელმა საგამოძიებო იზოლატორში, შესაძლოა, ხუთ წლამდე გაატაროს.
მომხდარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ზიგმარ გაბრიელი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ სტამბოლიდან მიღებული ინფორმაციით ძალზე გულდაწყვეტილია და „გერმანია-თურქეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში დღეს რთული ეტაპია“.  მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ იუსელი იქ საკუთარი ნებით გამოცხადდა და მან გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ჟურნალისტი დენიზ იუსელი, რომელსაც ორმაგი, გერმანიის და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, ტერორისტებთან კავშირის გამო, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მანამდე მასზე ძებნა გამოცხადდა, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის, ბერატ ალბაირაკის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული შეტევის საქმესთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები