კალიფორნიაში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა – ოთხი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. კატასტროფა ქალაქ რივერსაიდში მოხდა. „ბი ბი სის“ ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგს ახლებს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი, პატარა გოგო, საფრენი აპარატის დაცემის დროს სავარძლიდან ამოაგდო და ის გადარჩა. დანარჩენები დაიღუპნენ.
ამჟამად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს., პოლიცია არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
კატასტროფის მიზეზები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები