გერმანიაში ორ „სთრითრეისერს“ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ქუჩაში ავტომობილებით რბოლის მონაწილეებს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ავტოავარიის შედეგად ადამიანის დაღუპვას მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.  ეს პირველი შეთხვევაა, როდესაც სასამართლომ მსგავსი ფაქტი შეაფასა, როგორც მკვლელობა.
ინციდენტი 2016 წლის 1-ელ თებერვალს მოხდა. ორი ახალგაზრდა ბერლინის ქუჩაში 160 კმ./სთ.-ის სიჩქარით გადაადგილდებოდა. მათ წითელ შუქზე გაიარეს და სხვა ავტომობილს შეეჯახნენ, რა დროსაც 69 წლის მამაკაცი დაიღუპა.
დაცვის მხარე სასამართლოს ვერდიქტის გასაჩივრებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები