მოლდავეთში წყალდიდობა მოხდა

მოლდავეთში ძლიერმა წამების გამო, მდინარე იალპუგი კალაპოტიდან გამოვიდა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. წყალდიდობის დროს ქალაქ კომრატთან დამბა დაზიანდა, რამაც სახლების დატბორვა გამოიწვია.
მოლდავეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში დამბების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია და დატბორვის საფრთხე 170-მდე დასახლებულ პუნქტს ემუქრება.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები