სომხეთში მგზავრმა ტაქსის მძღოლი მოკლა

სომხეთის არაგაცოტნის ოლქში მგზავრმა ცივი იარაღით ტაქსის მძღოლი მოკლა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. მოკლული 1997 წელს დაბადებული კარლენ გრიგორიანია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგორიანის მგზავრს, 1992 წელს დაბადებულ ვარდან გ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა, როდესაც ისინი ქალაქ გიუმრისკენ მიდიოდნენ. სოფელ სლიკთან ვარდან გ.-მ კარაპეტიანი ცივი იარაღით  მოკლა და გაიქცა.
მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა. ვარდან გ-მ დანაშაული აღიარა. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები