ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის მკვლელობაში სამხრეთ კორეა ოციციალურ ფხენიანს ადანაშაულებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში სამხრეთ კორეა ოფიციალურ ფხენიანს ადანაშაულებს. ამის შესახებ სააგენტო „რენჰაპი“ იუწყება. კერძოდ, ამ ინფორმაციის მიხედვით, მკვლელობასთან ჩრდილოეთ კორეის დაზვერვა და საგარეო საქმეთა სამინისტროა დაკავშირებული.
სამხრეთ კორეის პარლამენტში გამართულ დახურულ სხდომაზე დაზვერვის თანამშრომლებმა დეპუტატებს აცნობეს, რომ კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რვა პირიდან ოთხი ჩრდილოეთ კორეის დაზვერვაზე მუშაობს, ხოლო ოთხი – საგარეო საქმეთა სამინისტროზე.
კიმ ჩენ ნამი მალაიზიის დედაქალაქის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს. ის ცხვირსახოცით მოწამლეს, რომელიც შხამით იყო გაჟღენთილი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის მკვლელობა სამხედრო დანიშნულების მომწამლავი ნივთიერებით მოხდა, რომელიც ქიმიური  იარაღის კატეგორიას განეკუთვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები