ფილიპინელმა ისლამისტებმა გერმანელ მძევალს თავი მოჰკვეთეს 

ფილიპინელმა ისლამისტებმა გერმანელი მძევალი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. დაჯგუფება „აბუ საიაფის“ ტერორისტებმა 70 წლის იურგენ კანტნერს თავი მოჰკვეთეს.
კანტნერი „ბოევიკებმა“ გასული წლის ნოემბერში გაიტაცეს. მასთან ერთად მყოფი ქალი კი მოკლეს. მის გასათავისუფლებლად ისლამისტები 605 ათას დოლარს ითხოვდნენ.
ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, ამჟამად ფილიპინელი ექსტრემისტების ტყვეობაში 27 უცხოელი და ადგილობრივი მოქალაქე იმყოფება. ხელისუფლება მოუწოდებს ტყვეების ახლობლებს, რომ მათ სანაცვლოდ ფული არ გადაიხადონ, ვინაიდან ეს გათავისუფლების გარანტიას არ იძლევა.
„აბუ საიაფის“ წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან ფილიპინები, ინდონეზია და მალაიზია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები