პრორუსი სეპარატისტები უკრაინას ემუქრებიან

ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების წარმომადგენლები უკრაინას ემუქრებიან და ნახშირის მიწოდების შეწყვეტით იმუქრებიან. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
სეპარატისტების ლიდერები ალექსანდრე ზახარჩენკო და იგორ პლოტნიცკი აცხადებენ, რომ უკრაინელმა რადიკალებმა რკინიგზის და საავტომობილო გზის ბლოკირება მოახდინეს, რითიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დანარჩენ უკრაინას უკავშირდება.
ზახარჩენკო და პლოტნიცკი ბლოკადაზე პასუხისმგებლობას კიევს აკისრებენ. უკრაინის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.
„თუ ოთხშაბათამდე ბლოკადა არ მოიხსნა, უკრაინის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ყველა საწარმოზე ჩვენს იურისდიქციას დავამყარებთ და უკრაინაში ნახშირის მიწოდებას შევწყვეტთ. ამის შემდეგ კი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მის ექსპორტს განვახორციელებთ“ – აცხადებენ სეპარატისტების ლიდერები.
სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორმა ქარხანამ – ენაკიევის მეტალურგიულმა ქარხანამ და „კრასნოდონუგოლმა“ მუშაობა შეაჩერეს. ეს საწარმოები უკრაინელ ოლიგარქს რინატ ახმეტოვს ეკუთვნის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები