ერდოღანი 9 მარტს პუტინს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრაზე პრეზიდენტები სირიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე განხილული იქნება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და პრობლემის პოლიტიკური მოგვარების საკითხი.
ამჟამად სირიის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარეობს. იქ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებაში თურქეთის, აშშ-ის, გაეროს და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები