რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი დააკავეს

რუსეთის სპეცსამსახურებმა სამარის ოლქში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი დააკავეს, რომელიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„სამარის ოლქის დასახლება უსტ-კინელსკში რუსეთის 20 წლის მოქალაქე დააკავეს. ის ინტერნეტით „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა „დაავერბოვკეს“- განუცხადეს სააგენტოს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
დაკავებული პოლიციელების ავტომობილის აფეთქებას და შემდეგ მათი იარაღით სხვა ტერაქტების მოწყობას გეგმავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ინსტრუქცია მან სირიიდან მიიღო.
ჩხრეკის დროს დაკავებულის ბინაში 500 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და დეტონატორი აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები