ინდონეზიაში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც მანამდე სამთავრობო შენობასთან აფეთქება მოაწყო

ინდონეზიის ქალაქ ბანდუნგში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც სამთავრობო შენობასთან აფეთქება მოაწყო. ამის შესახებ „როიტერი” იუწყება.
თავდასხმის შემდეგ, პოლიციას და ტერორისტს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება და თავდასხმის სხვა დეტალების დადგენა.
პოლიციამ ასევე უნდა დაადგინოს, თუ რომელ ტერორისტულ დაჯგუფებასთან არის დაკავშირებული თავდამსხმელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები