ტრამპი:  ჩვენმა ადმინისტრაციამ ერთ თვეში ყველაფერი გააკეთა, რასაც გეგმავდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ერთ თვეში ყველაფერი გააკეთა, რასაც გეგმავდა. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, აშშ-ის გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ერთ-ერთ ასეთ მიღწევად პრეზიდენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დაასახელა. მისი თქმით, მსოფლიში ბევრი პრობლემაა და ამის შესახებ ყველამ კარგად იცის.

„ჩვენ ამომრჩეველს პირობა მივეცით და ამ პირობას ვასრულებთ“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპი ჯანდაცვის სისტემას შეეხო და აღნინა, რომ მისი რეფორმირება „ძალზე განსაკუთრებული რამ“ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები