შვედეთში მიგრანტების ცენტრში ხანძრის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა

20 ადამიანი დაშავდა შვედეთის ქალაქ ვენერსბორგში მიგრანტების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად. ეს ქალაქი გიოტებორგიდან 80 კილომეტრში მდებარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
ცენტრში 1600 ადამიანი ცხოვრობდა. დაშავებულთა უმეტესობა კვამლით  მოიწამლა, ანდა ფანჯრიდან გადახტომის დროს ტრავმები მიიღო. ორ ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ამჟამად მიგრანტების ცენტრის შენობა პოლიციას ალყაში აქვს მოქცეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები