ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის „მთვარის შუქმა“ მიიღო (ვიდეო)

ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის ბარი ჯენკინსის ფილმმა – “მთვარის შუქი” მიიღო. ეს ფილმი მაიამის ღარიბ რაიონში მცხოვრებ მოზარდზე მოგვითხრობს.
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე საინტერესო კურიოზი მოხდა – თავდაპირველად გამარჯვებულად მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ დაასახელეს. ჰოლივუდელმა მსახიობმა, უორენ ბიტმა, რომელმაც გამარჯვებული ფილმი დაასახელა, ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მას შეცდომით სხვა კონვერტი მისცეს. „ლა ლა ლენდის“ გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე ავიდა და მადლობის სიტყვების წარმოთქმა დაიწყო, თუმცა ისინი შეაჩერეს და უთხრეს, რომ სინამდვილეში საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ „მთვარის შუქს“ გადაეცემა.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი მათ არ ახსოვთ. ამის შემდეგ „ლა-ლა ლენდის“ პროდიუსერმა, ჯორდან ჰოროვიცმა „ოსკარი“ „მთვარის შუქის“ პროდიუსერებს გადასცა. საერთო ჯაში, „ლა ლა ლენდმა“, რომელიც 14 ნომინაციაზე იყო დასახელებული, მხოლოდ 6 ოსკარი მიიღო.

_94856843_gettyimages-645657756

_94858223_gettyimages-645718158

_94857954_gettyimages-645717792

_94857961_gettyimages-645725528

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები